პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი საქართველოში - ძირითადი ტენდენციები
Authors/Creators
Description
თანამედროვე მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური
ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება, განსაკუთრებით კი განვითარებად
სახელმწიფოებში, სადაც არ არის საკმარისი რესურსი საინვესტიციო პროექტების
განსახორციელებლად.
წინამდებარე ნაშრომი ხაზს უსვამს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კრიტიკულ
როლს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, დეტალურად განიხილავს იმ
შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს საინვესტიციო
გარემოს ფორმირებაზე. გარდა ამისა, განხილულია საქართველო საერთაშორისო
რეიტინგში იმ ინდიკატორების მიხედვით, რომლებიც განაპირობებენ ჯანსაღი
საინვესტიციო გარემოს ფორმირებას. ყურადღება გამახვილებულია სამთავრობო
პოლიტიკაზე და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლებიც წლების განმავლობაში
გადაიდგა ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. უნდა აღინიშნოს,
რომ საქართველოს სამთავრობო პოლიტიკა უკვე მრავალი წელია ცდილობს უცხოური
ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი, წამახალისებელი ღონისძიებებისა თუ
კანონმდებლობის დახვეწას, რაც გამოიხატება არაერთი საერთაშორისო
შეთანხმებების დადებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მნიშვნელოვანი
საგადასახადო შეღავათებითა და ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივით.
იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თემა
აქტუალურია ქართული რეალობისთვისაც, კვლევის შედეგები კი დაგვანახებს
კონკრეტულად საქართველოს მაგალითზე რა სახის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აქვს
გავლენა უცხოურ საინვესტიციო ნაკადებს, ამასთან რა როლს თამაშობს ვალუტის
კურსი ინვესტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ნაშრომში ძირითადად გამოყენებულია
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, უფრო კონკრეტულად კი კორელაციურ-
რეგრესიული ანალიზი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
IV
გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე აგებულია 3 რეგრესიული მოდელი.
პირველი რეგრესიული მოდელი გვიჩვენებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
გავლენას დასაქმების დონეზე, მეორე განიხილავს მთლიანი შიდა პროდუქტისა და
უცხოური ინვესტიციების კავშირის მიმართულებასა და ხარისხს, ხოლო მესამე
რეგრესიული მოდელი ცდილობს დაადგინოს ურთიერთდამოკიდებულება
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ლარის დოლართან საშუალო წლიურ გაცვლით
კურსს შორის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საინვესტიციო გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში ინვესტორისთვის ადგილობრივი ვალუტის კურსი.
კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს დიდი
გავლენა აქვს ისეთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა მთლიანი შიდა
პროდუქტი და დასაქმების დონე, აგებული ორი რეგრესიული მოდელი
სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ვალუტის კურსსა და პირდაპირ
უცხოურ ინვესტიციებს შორის კავშირს, კორელაცია მათ შორის ძალიან დაბალია,
ხოლო აგებული მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არაა.
In the modern world, foreign direct investments are an important factor in economic growth,
especially in developing countries, where there is not enough resources to implement
investment projects.
This paper highlights the critical role of foreign direct investment in Georgia’s economic
development, discusses in detail the opportunities and challenges that affect the formation of
the investment environment. In addition, Georgia is assessed in the international ranking
according to the indicators that lead to the formation of a healthy investment environment.
The focus is on government policy and the important steps that have been taken over years to
improve situation in this area. It should be noted that the Georgian government policy has
been trying to carry out various activities to attract foreign investment and improve legislation
for many years, which is reflected in a number of international free trade agreements,
significant tax benefits and ease of doing business.
Considering that it is critical for the economic growth of developing countries to attract
foreign direct investment, this issue is also relevant for the Georgian reality and the results of
the study will show us specifically what kind of economic indicators on the example of Georgia
affect foreign direct investment flows, as well as the role of the currency exchange rate in the
investor’s decision-making process.
Due to the specificity of the topic, the paper mainly uses quantitative research methods, more
precisely correlation-regression analysis. Based on the data published by the National Statistics
Office of Georgia, 3 regression models are constructed. The first regression model shows the
impact of the foreign direct investment on the level of employment, the second discusses the
direction and quality of the link between gross domestic product and foreign investment and
the third regression model seeks to determine the relationship between foreign direct
investment and the average annual exchange rate as to how important local currency rate is
for investors in the process of making investment decisions.
The study confirmed that foreign direct investment has a huge impact on macroeconomic
indicators such as gross domestic product and employment levels and the two regression
models are statistically significant. As for the connection between the currency exchange rate
and foreign direct investments, the correlation between them is very low and the built model
is not statistically significant.
Files
სამაგისტრო ნაშრომი - ნინო ტატიაშვილი.pdf
Files
(2.0 MB)
| Name | Size | Download all |
|---|---|---|
|
md5:4a8ece18dd748e9680dd591cb09eb7e4
|
2.0 MB | Preview Download |