Published 2024 | Version v1
Other Open

კიბერუსაფროების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები

Authors/Creators

  • 1. ROR icon Business and Technology University

Description

მონოგრაფია ეხება კიბერუსაფრთხოების განვითარების პოლიტიკას, სტრატეგიასა და ახალ გამოწვევებს არსებულს მოცემულ სფეროში. ასევე კვლევაში განხილულია კიბერსივრცისა და ზოგადად ინტერნეტის დაცულობის საკითხი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთი, ესტონეთი და სამხრეთ კორეა), საერთაშორისო ალიანსებისა (ნატო) და სხვადასხვა გაერთიანებების (ევროკავშირი) გამოცდილება ამ მიმართულებით, მათ პოლიტიკა და სტრატეგია დაკავშირებული არსებულ კიბერუსაფრთხოებასთან. კვლევაში ასევე წარმოდგენილია ინტერნეტისა და კიბერსივრცის დაცულობის შესახებ საერთაშორისო თუ რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე, მიღებული რეზოლუციები, რეკომენდაციები და სხვა სამართლებრივ - ნორმატიული აქტები. გარდა ამისა, კვლევაში განხილულია ის ორგანიზაციული სუბიექტები და სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე. ამის პარალელურად, წარმოდგენილია საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგია, არსებული სახელმწიფო სუბიექტები და საკანონმდებლო ბაზა, რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა, და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსურ უზრუნველყოფაზე. განისაზღვრა ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ამ ეტაპზე საქართველოს კიბერსივრცეში. მოხდა საქართველოსა და მსოფლიოში არსებული გამოცდილების ერთმანეთთან შედარება, გაკეთდა ანალიზი და შესაბამისი დასკვნები, მომზადდა რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის სუბიექტებისთვის. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია ინფორმაციული და ჰიბრიდული ომების განმარტებები და ელემენტები, რომლის მთავარ და შეიძლება ითქვას ძირითად, შემადგენელ ნაწილს შეადგენს კიბერუსაფრთხოება და კიბერსივრცის დაცულობა.

Files

1-100 მონოგრაფია.pdf - Google Drive.pdf

Files (299.4 kB)

Additional details