Published December 28, 2023 | Version v1
Book chapter Open

სამეტყველო კოდთა შერევით გამოწვეული სემანტიკური თავისებურებანი ქართული ენის სამხრულ კილოებში III

Description

აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავთ მძიმე ისტორიული წარსულის გამო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მეტყველების თავისებურებებს. საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარე მთელი რიგი პროცესების მიუხედავად, ქართული ენა მყარი, დაურღვეველი ორგანიზმი აღმოჩნდა, რომლის მოშლა და დარღვევა აქ ვერც მწვავე პოლიტიკურმა ვითარებამ და ვერც დრომ მოახერხა, რადგანაც ეს იყო ეთნიკურ ქართველთა ერთობისა და კულტურის უწყვეტობის განმაპირობებელი. ნაშრომს მიზნად დავუსახეთ, განვიხილოთ მუჰაჯირთა მეტყველების მაგალითზე ქართული და თურქული ენების ინტერფერანციის შედეგად და თურქული ენის გავლენით საერთოქართველური ლექსიკური ერთეულების სემანტიკური ცვლილებების შედეგები. მასალაზე მუშაობის დროს ვაფიქსირებდით ქართველური ენობრივი სამყაროსათვის უჩვეულო ფორმებს, კონტექსტებსა თუ მნიშვნელობებს. აღმოჩნდა, რომ მუჰაჯირთა მეტყველებისათვის ესოდენ დამახასიათებელი და ქართული სალიტერატურო ენისა თუ სხვა დიალექტებისათვის უჩვეულო კონტექსტები თუ მნიშვნელობები სწორედ, რომ თურქული ენის პირდაპირი ზეგავლენის შედეგია. საილუსტრაციოდ განვიხილავთ როგორც ზმნურ, ასევე სახელურ ფუძეებს. გარიგება, რენგში შესვლა, დაკავება, ჩამოკიდება, დაბეჭდვა და მისთ. კვლევამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, ზმნური თუ სახელური ფუძეების მაგალითზე, დაგვედგინა, რომ მათი სემანტიკური განსხვავებულობა-თავისებურება სწორედ სამეტყველო კოდების შერევის შედეგად არის გამოწვეული; ემპირიულ და სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით გაგვეანალიზებინა მოპოვებული მასალის სემანტიკა და ფორმა; გამოგვერკვია მათ შორის მიმართებები. საბოლოოდ კი, მიღე­ბული შედეგების ინტერ­პრე­ტაციის საფუძველზე გავაკეთეთ შესაბამისი დასკვნები. ამ ფორმათა საფუძველი კი მუჰაჯირ ქართველთა სრული ბილინგვიზმია.

Files

5. Giga KAMUSHADZE.pdf

Files (789.5 kB)

Name Size Download all
md5:744aa4b08a1ce260af47148111466d03
789.5 kB Preview Download

Additional details

Additional titles

Translated title (English)
Semantic Peculiarities Caused by Mixing of Speech Codes in The Southern Dialects of The Georgian Language III