Published May 15, 2022 | Version v1

АРТУР ЛАЙСТ І ГРУЗІЯ

Authors/Creators

Description

ქართული მწერლობისა და კულტურისადმი ინტერესმა გერმანიაში ძირითადად XVIII საუკუნის 80-იან წლებში იჩინა თავი. პირველი იყო ი. ადლერი, შემდეგ – ფ. ალტერი, ი. შერი, უფრო გვიან – ფ. ფინკი, ო. ჰაუზერი, ბროკჰაუსი, ა. ლაისტი, ა. ზუნტერი, რ. მილერ-ბუდნიცკაია, რ. ბლაიხშტაინერი, ჰ. ჰუბერტი, გ. პეჩი და სხვა.

გერმანელ მკვლევართა ძირითადი ნაწილი საქართველოსთან უპირველესად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანმა“ დააკავშირა. შემდეგ გაჩნდა ინტერესი დიდი პოეტის სამშობლოსადმი, მისი მდიდარი ისტორიისა და კულტურის, უნიკალური, გამომსახველობითი უნარებით გამორჩეული ენისადმი. ეს ყოველივე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბევრთათვის ქართველოლოგია, რუსთველოლოგია პროფესიად ქცეულიყო და არა უბრალოდ გატაცებად.

Files

24_Гiоргадзе_91-93.pdf

Files (254.3 kB)

Name Size
md5:bff66b32daec43cbc5a5ffde33b3bcc6
254.3 kB Preview Download